თამარ კორძაია - მათთვის მიხეილ სააკაშვილი არის ფაქტორი, ვნახოთ, როგორ მოიქცევიან

მიხეილ სააკაშვილი მათთვის არის რეალური პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ სულ ქილიკობენ ამ საკითხზე. ვნახოთ, როგორ მოიქცევიან, -  ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი თქმით, იაგო ხვიჩიას მიერ შემოთავაზებული ამნისტიის პროექტი თუ "ქართული ოცნებისთვის" სასარგებლო არ იქნება, არ მიიღებენ.

"ქართული ოცნება" თუ ჩათვლის, რომ მისთვის სასარგებლო არ არის ეს პროექტი, ის არ მიიღებს ამ პროექტს, მაგრამ თუ ჩათვლის, რომ მისთვის სასარგებლოა, მაშინ მიიღებს.

მიხეილ სააკაშვილი მათთვის არის რეალური პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ სულ ქილიკობენ ამ საკითხზე. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მათთვის მიხეილ სააკაშვილი არის ფაქტორი. ვნახოთ, როგორ მოიქცევიან", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

პარტია "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გუშინ პარლამენტს ახალი ამნისტიის პროექტი შესთავაზა, რომელიც დაახლოებით 5 000 პატიმარს შეეხება. კანონპროექტის თანახმად, ყველა პატიმარს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდება. ოპოზიციონერების განცხადებით, აღნიშნული პროექტი მიხეილ სააკაშვილსაც შეეხება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები