თამარ კორძაია - მოვითხოვთ, რომ პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით

საპარლამენტო ოპოზიცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის ქონების კანონიერების შესწავლას მოითხოვს.

ერთობლივი განცხადება "ნაციონალურმა მოძრაობამ", "მოქალაქეებმა" და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა - თამარ კორძაიამ, თეონა აქუბარდიამ და თაკო ჩარკვიანმა გაავრცელეს

საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხელმოწერები შეაგროვეს. 

ოპოზიციონერი დეპუტატის თამარ კორძაიას განცხადებით, კორუფციის პრობლემების აღმოფხვრის ვალდებულება  მათ ევროპის წინაშე აკისრიათ. 

"დღეს პარლამენტის ხელმძღვანელობა, პაპუაშვილი და ასე შემდეგ, "ქართული ოცნებიდან" ხვდებიან ევროპის უსაფრთხოებისა და პოლიტიკის კომიტეტის ელჩებს. ჩვენ სწორედ დღეს მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტში, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით. 

შეგროვებული გვაქვს საკმარისი ხელმოწერები. სწორედ ამ ელჩებს უპასუხონ, მზად არიან თუ არა "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ისაუბრონ კორუფციის პრობლემებზე, რომლის აღმოფხვრის ვალდებულება ჩვენ ევროპის წინაშე გვაქვს აღებული. შეხვედრა იწყება მათთან უახლოეს საათებში. გვინდა მათ უპასუხონ, მზად არიან თუ არა ოპოზიციის ინიციატივაზე, ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით დაიწყოს პარლამენტში საკითხის განხილვა და საგამოძიებო კომისია შეიქმნას", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები