თამარ კორძაია - ოჯახში ძალადობა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ტრაგედიად არის ქცეული

რომელ ჯანსაღ გარემოზე ვლაპარაკობთ და რომელ ახალ პროექტების მიღებაზე, მაშინ, როდესაც ოჯახში ძალადობა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ტრაგედიად არის ქცეული, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოჯახში ძალადობის და არასრულწლოვანთა სექსუალური შევიწროების ფაქტები, რომელიც ქვეყანაში ხდება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსაც აწუხებთ და აუცილებელია ძალისხმევა მათ დასაძლევად იქნეს მიმართული.

"სამწუხაროდ, ამ ფონზე, განათლების მინისტრმა ნაცვლად იმისა, რომ სკოლებში აღნიშნულ საკითხებზე მეტი ყურადღება გაამახვილოს, გადაწყვიტა, რომ საარჩევნოდ სტუდენტები მოისყიდოს, სამწლიანი საბაკალავრო სწავლების და ერთწლიანი სამაგისტრო სწავლების რეფორმებს გვიანონსებს. ჩვენ ვხედავთ სად გადის უმრავლესობის პოლიტიკური ინტერესი და სად არის რეალური ინტერესი“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები