თამარ კორძაია - პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ მას უნდა კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში, ანადგურებს დემოკრატიას

პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ მას უნდა კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში, ანადგურებს დემოკრატიას, იმიტომ რომ, მას არ ესმის რა არის პარლამენტი. მას უნდა ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა. 

მისი თქმით, "ქართული ოცნება" ებრძვის ყველაფერს, რაც მას არ აინტერესებს. 

"ვთქვათ, ღიზიანდება "ქართული ოცნება", როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებზე აპელირებით ვსაუბრობთ ჩვენ, მაგრამ, რომ ვზივართ ამ შეხვედრებზე და ვეუბნებით, რომ საზოგადოების ნდობა უნდა დაიბრუნოს სასამართლო სისტემამ, საგამოძიებო სისტემამ, უსაფრთხოების სამსახურმა, მათ არ სურთ არაფრის გაზიარება, იმიტომ რომ, ეს ნიშნავს, რომ მაშინ უნდა აღიარონ პრობლემები, უნდა აღიარონ, რომ არასწორად იქცევიან და რეალურად, დაკარგავენ ძალაუფლებას. 

პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ მას უნდა კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში, ის ანადგურებს დემოკრატიას, იმიტომ რომ, მას არ ესმის რა არის პარლამენტი, მას საერთოდ არ სჭირდება პარლამენტი, იმიტომ, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა ნიშნავს იმას, რომ არავინ კითხვას არ დასვამს პარლამენტში და ეს ხომ ნიშნავს, რომ კობახიძეს არც დემოკრატია და არც პარლამენტი არ უნდა, მას უნდა ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა", - განაცხადა კორძაიამ.

დეპუტატმა ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი პრობლემების მოგვარებაში ქვეყანას უცხოელები ეხმარებიან, რომელთაც "ქართული ოცნება" ებრძვის. 

"იმისათვის, რომ ქვეყანაში პედოფილები არ იყვნენ ბავშვებს არ აუპატიურებდნენ ოჯახის წევრები, ბიძები და დედები არ ეხმარებოდნენ, ამაში, გვეხმარებიან უცხოელები, რომლებსაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ახალ-ახალი ინიციატივებით ებრძვიან. "ქართული ოცნება" ებრძვის ყველაფერს, რაც მის ინტერესებში არ არის. ისინი ძირითადად დაკავებული არიან მიჩქმალვით", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები