გია ცაგარეიშვილი - ასეთ ადამიანს ჩვენი მეგობრები, კოლეგები დიდი პატივით იღებენ ბუნდესტაგში, რაც ჩემი აზრით, აბსოლუტურად ტრაგიკული მოვლენაა

დღეს გავრცელდა კადრები ჩვენი მეგობარი ქვეყნის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საკანონმდებლო დაწესებულების დარბაზიდან, საპატიო სტუმრების ლოჟაში ვიხილეთ ზურაბ ადეიშვილი, ადამიანი რომელიც უმძიმესი და არაერთი ჩადენილი დანაშაულის გამო გადახვეწილია ამ ქვეყნიდან და  ჩვენი კანონმდებლობით იძებნება, ადამიანი, რომელმაც საშინელი კვალი დატოვა საქართველოს უახლეს ისტორიაში თავის ავაზაკ მეგობრებთან ერთად და ახლაც ბევრი  გულშემატკივარი ჰყავს, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით, "ადამიანი, რომელმაც სხვებთან ერთად ფაქტიურად ანგარიში გაუსწორა თავის ქვეყანას და ხალხს, საპატიო სტუმრად არის მიღებული ჩვენ მეგობარ და სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყნის პარლამენტში და კარგი იქნება, თუ ამაზე განმარტებებს მოვისმენთ".

"ეტყობა ცოტა ბედის ირონიაც არის, როცა ჩვენ ამ დარბაზში ვსაუბრობთ მნიშვნელოვან ინიციატივაზე - სამოკავშირეო პროკურორის უფლებამოსილების გახანგრძლივების საკითხზე ევროპულ საპროკურორო და საპოლიციო სტრუქტურებში,  დღეს გავრცელდა კადრები ჩვენი მეგობარი ქვეყნის - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საკანონმდებლო დაწესებულების დარბაზიდან და ვიხილეთ ზურაბ ადეიშვილი საპატიო სტუმრების ლოჟაში.  საპატიო ლოჟაში ვიხილეთ ადამიანი, რომელიც კონკრეტული უმძიმესი და არაერთი ჩადენილი დანაშაულის გამო გადახვეწილია ამ ქვეყნიდან და იძებნება ჩვენი კანონმდებლობით. ადამიანი, რომელმაც საშინელი კვალი დატოვა საქართველოს უახლეს ისტორიაში თავის ავაზაკ მეგობრებთან ერთად და ასეთი ბევრი იყო მაშინ და ახლაც ბევრი  გულშემატკივარი ჰყავს. 

მე გაგახსენებთ მის „საგმირო“ საქმეებს:

ზურაბ ადეიშვილი ბრალდებულია ე.წ. რობაქიძის საქმეზე, ტელეიმედის 2007 წლის 7 ნომბრის და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის საქმეზე, ე.წ. ციხის კადრების საქმეზე, უკვე მსჯავრდებულია „აკურას“ ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე, ტელეკომპანია „იბერიის“ საქმეზე, ბანკ „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე და ერთ-ერთ ყველაზე საზარელ საქმეზე, რომელიც მას და მის ხელისუფლებას დაემართა - კობა დავითაშვილზე თავდასხმის საქმეზე, რომელსაც შეეწირა კიდევაც ბატონი კობას სიცოცხლე. 

ასეთ ადამიანს ჩვენი მეგობრები, კოლეგები დიდი პატივით იღებენ ბუნდესტაგში, რაც ჩემი აზრით, აბსოლუტურად ტრაგიკული მოვლენაა. ის და მისი მაგვარი კრიმინალები რომ ბოლომდე შეიამხანაგეს ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა, ესეც სამწუხარო ფაქტია, ეს არახალია, ძველი მოვლენაა უკვე და ვერ ვიტყვი, რომ შევეგუეთ, მაგრამ თვალი გავუსწორეთ ამ საშინელ სიმართლეს, მაგრამ ადამიანი, რომელმაც სხვებთან ერთად ფაქტიურად ანგარიში გაუსწორა თავის ქვეყანას და თავის ხალხს, საზოგადოებას და ამით ისიც ამაყობდა როგორც ჩანს და ძალიან ბევრი მისი თანამეინახე, ახლა ასე საპატიო სტუმრად არის მიღებული ჩვენ მეგობარ და სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყნის პარლამენტში და ამაზე რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ განმარტებებს მოვისმენთ“ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები