გია ცაგარეიშვილი - ევროპული ღირებულებები არ არის კანდიდატი ქვეყნისთვის უარგუმენტოდ გარკვეული მოსაზრებების თავს მოხვევა

ველოდებით ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან დაკონკრეტებას, რა სურთ ჩვენგან, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სასამართლო ხელისუფლებაში შემდგომი რეფორმების განხორციელებისთვის, ვფიქრობ, ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს. თუ მხოლოდ ხელის აქნევით იქნება საუბარი რომ არა, არავითარი კონკრეტიკა არ იქნება, თქვენ უნდა დაემორჩილოთ ჩვენს ამ შეხედულებას და აუცილებელია ვეტინგი, ვფიქრობ, ასე საკითხის დაყენება  დიდი უსამართლობაა, - განუცხადა ჟურნალისტებს  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

როგორც გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ევროპული ტრადიცია და ღირებულებები არ არის უარგუმენტოდ გარკვეული მოსაზრებების თავს მოხვევა კანდიდატი ქვეყნისთვის. არც ის უნდა იყოს ევროპული ტრადიცია, რომ კარი გაუღო  კრიმინალ, ავაზაკ ადეიშვილს, მიიღო სხვადასხვა ფორუმებზე, შეხვედრებზე და თვალი დახუჭო იმაზე, რას აკეთებდა ის საქართველოში.

მისივე თქმით, ყოველგვარი შემოწმებები გარედან თუნდაც სწავლული ექსპერტების და იურისტების მხრიდან,  ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფაა.

"გავრცელდა ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადება ე.წ ვეტინგთან - მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით. ჩვენ მრვალჯერ გავიმეორეთ ჩვენი არგუმენტი - ყოველგვარი შემოწმებები გარედან თუნდაც სწავლული ექსპერტების, სწავლული იურისტების მხრიდან არის ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა. ჩვენ საპირისპიროდ ვერცერთი არუმენტი ვერ მოვისმინეთ, რისთვის უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი, რატომ უნდა დაინერგოს ამგვარი ნაბიჯები. არგუმენტებად მოჰყავთ, რომ ბალკანეთის ზოგიერთ ქვეყანაში იყო მსგავსი სისტემა აპრობირებული. შესაძლებელია ეს ასეც იყოს, მაგრამ ჩვენ გაგვაჩნია მყარი არგუმენტი, რატომ არ უნდა განხორციელდეს ეს საქართველოში. ევროკავშირის მხრიდან ამის საპირწონედ ვერაფერი მოვისმინეთ, ვისმენთ ფაქტიურად ყოველდღიურად ანგაჟირებული არასამთავრობო ორგანიზაციების, ე.წ. ექსპერტების, პოლიტიკიდან არასამთავრობო სექტორში გადადინებული პოლიტიკოსების თუ ექსპერტების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას აქვს პრობლემები, მაგრამ ვერც ერთი კონკრეტული საქმე, კონკრეტული განაჩენი თუ გადაწყვეტილება, რომელიც წარმოაჩენს ამ პრობლემას,  არ ან ვერ იყო მოყვანილი. ვერც იქნება, იმიტომ, რომ ამგვარი ფაქტიურად არ არსებობს და თუ არსებობს ამგვარი პრობლემები, ამაზე ღიად უნდა ვისაუბროთ. ჩვენ აბსოლუტურად გახსნილები ვართ ამაზე სასაუბროდ. გამომდინარე აქედან,  ველოდებით ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან დაკონკრეტებას, რა სურთ მათ ჩვენგან, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სასამართლო ხელისუფლებაში შემდგომი რეფორმების განხორციელებისთვის, ვფიქრობ, ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს. ჩვენ არ ვართ ისე განწყობილი, რომ ამაზე არ ვისაუბროთ, მაგრამ მჭირდება კონკრეტიკა - რას ითხოვს ჩვენგან ევროკავშირი, რას ითხოვენ კონკრეტულად ჩვენი კოლეგები ევროკომისიიდან ამ მიმართულებით, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ. თუ მხოლოდ ხელის აქნევით იქნება საუბარი რომ არა, არავითარი კონკრეტიკა არ იქნება, თქვენ უნდა დაემორჩილოთ ჩვენს ამ შეხედულებას და აუცილებელია ვეტინგი - მოსამართლეთა კეთილსინდისიერებაზე შემოწმება, ვფიქრობ, ასე საკითხის დაყენება უბრალოდ დიდი უსამართლობაა.

ჩვენ მივისწრაფვით ევროკავშირისკენ იმიტომ, რომ გვინდა დიდი ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ და ჩვენი სასამართლო სისტემა სწორედ ამ ევროპული ღირებულებებით ვასაზრდოოთ. ევროპული ღირებულებები არ არის უარგუმენტოდ გარკვეული მოსაზრებების თავს მოხვევა კანდიდატი ქვეყნისთვის, არ მგონია ეს იყოს ევროპული ტრადიცია. არც ის უნდა იყოს ევროპული ტრადიცია, რომ კარი გაუღო  კრიმინალ, ავაზაკ ადეიშვილს, მიიღო სხვადასხვა ფორუმებზე, შეხვედრებზე და თვალი დახუჭო იმაზე, რას აკეთებდა ის საქართველოში. ჩვენ ხმამაღლა ვსაუბრობთ ამ თემებზე, გვინდა, რომ ეს დიალოგი იყოს ღია, გახსნილი და არა კარჩეკეტილი ვიღაცის, მით უმეტეს ჩვენი საზოგადოების ზურგსუკან. ჩვენ გვაქვს ჩვენი საპირწონედ  წარმოდგენილი არგუმენტები და იქიდან არ ვისმენთ არგუმენტებს. ვისმენთ მხოლოდ ასეთ განცხადებებს, რომელსაც კონკრეტული ფაქტები, არგუმენტები სამწუხაროდ, ზურგს არ უმაგრებს. ამიტომ, დაველოდებით შემდეგ კონსულტაციებს და ვფიქრობ,  ამ წლის ბოლომდე, სანამ ევროსაბჭო გამოაცხადებს საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილებას ევროკავშირში შედგომი გაწევრიანებისა, ჩვენ კიდევ გვექნება მრავალჯერადად აზრთა ურთიერთ გაცვლა-გამოცვლა როგორც ევროკავშირის მისიასთან საქართველოში, ისე ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში და ვფიქრობ, ყველა გაუგებრობა იქნება აღმოფხვრილი“ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები