გია ცაგარეიშვილი - კრემლში ლენინთან ხომ არ დაგვირეკავს? დავრეკეთ კიევში, ჩვენს მეგობრებთან და იქიდან მივიღეთ ცრუ ინფორმაცია

როგორც ჩანს, ის ადამიანები, რომლებიც მფარველობენ და პატრონობენ მათ შორის ადეიშვილსაც, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ ადამიანმა სასჯელი არ მოიხადოს საქართველოში. ასევე, რა თქმა უნდა, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ სააკაშვილსაც თავი აერიდებინა სასჯელისთვის მაგრამ, როგორც ჩანს, მას სხვა დავალება მისცეს, როდესაც უკრაინის სპეცსამსახურებმა იგი ოდესის პორტიდან პირდაპირ შემოაგზავნეს საქართველოში სამოქალაქო არეულობის მოსაწყობად, ამაზე დღეს უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ  ევროპის ბევრი ქვეყნიდან და აშშ-დან მოახერხა დამნაშავე პირების ექსტრადირება, მათ შორის, ისეთ მძიმე დანაშაულებში ბრალდებულების, როგორიცაა მეგის ქარდავა, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა ზურაბ ადეიშვილის შემთხვევაში.

"ხშირად დამისახელებია ჩემი თანამებრძოლების გვარები, იმ ადამიანების ვინაობა ვინც დღევანდელ დღეს ვერ მოესწრო და ამ უბედურებაში მათ შორის, ზურაბ ადეიშვილის ხელი ურევია. ეს მან ძალიან კარგად იცის. პროკურატურასაც არაერთხელ მიუმართავს ინტერპოლისთვისაც, ევროპოლისთვისაც, მეგობარი ქვეყნების პროკურატურებისთვის, მთავრობებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროებისთვის, გაგრძელებულიყო ამ ადამიანების ძებნა და მათი დაკავების შემთხვევაში  მომხდარიყო მათი ექსტრადირება საქართველოში. ჩვენ ბევრ შემთხვევაში ეს მოვახერხეთ, მეგის ქარდავას შემთხვევას გაგახსენებთ, მოვახერხეთ ასევე ძალიან ბევრ შემთხვევაში - ექსტრადირებული გვყავს პატიმრები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან, ჰოლანდიიდან, საფრანგეთიდან, უკრაინიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შეერთებული შტატებიდან, მაგრამ იყო შემთხვევები, მაგალითად უკანასკნელი შემთხვევა, როცა ეს ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდი აქამდე ერიდებოდა სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის საქმეში უკრაინის კვალზე საუბარს, თუმცა, აშკარაა, რომ უკრაინული მხარე ამაში მონაწილეობდა, ვინაიდან მათ ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს ქართულ სპეცსამსახურებს.

"აქამდე, თქვენ შეატყობდით, რომ ჩვენ ვერიდებოდით უკრაინის კვალზე საუბარს ამ საზარელ მცდელობაში ქვეყანაში არეულობის მოწყობისა, მაგრამ ახლა შეგვიძლია ღიად ვთქვათ ეს. ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც ჩვენი სპეცსამსახურები დაუკავშირდნენ უკრაინულ სპეცსამსახურებს, რათა გაერკვიათ, სად იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილი, ჩვენ მივიღეთ ცრუ ინფორმაცია მათგან და ხაზგასმით ვამბობ, პარტნიორ ქვეყანაზეა საუბარი, იმასაც ხაზს ვუსვამ, რომ მაშინ საომარი მოქმედებები უკრაინაში არ იყო დაწყებული. ჩვენ მათგან მივიღეთ ცრუ ინფორმაცია, რომ იგი იმყოფება ერთ-ერთ ქალაქში, იქ ისვენებს, ტრენინგებს მართავს და შეხვედრები აქვს უკრაინის არასამთავრობო სექტორთან და იქაურ სამოქალაქო საზოგადოებასთან. დამაიმედებელი იყო მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, იმიტომ რომ ჩვენ დავუკავშირდით ჩვენს უკრაინელ პარტნიორს, ჩვენ ხომ კრემლში ლენინთან არ დაგვირეკავს? ჩვენ დავრეკეთ კიევში, ჩვენს მეგობრებთან და იქიდან მივიღეთ ცრუ ინფორმაცია. ამ დროს, მიხეილ სააკაშვილი უკვე შემოპარული იყო მათი მეშვეობით საქართველოში, იმალებოდა ქალაქ ბათუმში მათი მეშვეობით ასევე და აწყობდა გეგმებს იმისთვის, რომ მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების წინა ღამეს მოეწყო სამოქალაქო დაპირისპირება ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე და ამაში მონაწილეობდნენ მათ შორის, ჩვენი უკრაინელი კოლეგები - ასე არ იყო ეს? მაინტერესებს, ზღვაზე ფეხით გაიარა მიხეილ სააკაშვილმა? მის თაყვანისმცემლებს კი ჰგონიათ, რომ ის არის ადამიანი, რომელიც წყალზე ფეხით დადის, ცრუ ღმერთად ჰყავთ აღიარებული, მაგრამ ჩვენ ხომ ასეთ ბრიყვები არ ვართ და ცრურწმენებით ხომ არ ვცხოვრობთ“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები