არქიმანდრიტი კირიონი - საძირკველი მოეწყობა და უკვე შემდგომ დაიწყება ერთიანი გადახურვის მოწყობაც

სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება, საძირკველი მოეწყობა და უკვე შემდგომ დაიწყება ერთიანი გადახურვის მოწყობაც, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა კირიონმა გელათის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გელათის ტაძარში ჩამოსული არიან სპეციალისტები, რომლებიც დაზუსტებით სწავლობენ ვითარებას და დაიწყებენ სათანადო სამუშაოებს.

"ის 21 კრიტიკული კერა, რომელიც მანამდე მუშაობის შედეგად მონიშნული იყო, მათ თქვეს, რომ ჩვენ დავიწყებთ ამ 21 კრიტიკულ კერაზე გადაუდებელ საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარებას. ასევე, კედელი დახვდათ იმ მდგომარეობაში, რომ შეიძლება სათანადო  სამუშაოები ჩაატარონ. ჩამოსულია ბატონი რობერტო იტალიიდან, რომელიც დღეს მუშაობს ფლორენციაში მოზაიკის აღდგენაზე და მანაც გუშინდელი დღე, ფაქტობრივად, ხარაჩოზე გაატარა. ის დაიწყებს მოზაიკის შესწავლას მთელი წლის განმავლობაში. მას პროგრამა წლის განმავლობაში გაწერილი აქვს ისე, რომ მთლიანად მოახდინოს ჩვენი, ღვთისმშობლის მოზაიკის ბუნების შესწავლა. სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. საძირკველი მოეწყობა და უკვე შემდგომ დაიწყება ერთიანი გადახურვის მოწყობა", - განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო, საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელშიც ჩართული არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტებიც.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები