ექსპერტი - ვინაიდან მიდის დაკვირვების პროცესი, ამ დროისთვის ზუსტად იმის თქმა, რა გადარჩება და რა ვერ გადარჩება ძალიან რთულია

ძალიან დიდი დაკვირვება სჭირდება და ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება. ყოველგვარ მოქმედებას წინ უნდა უძღოდეს დაკვირვება. მინიმუმ ერთი წელი იქნება დაკვირვების, სწავლის პერიოდი და შემდეგ უკვე ჩარევის, - ამის შესახებ  რომის არქეოლოგიური ცენტრის დირექტორმა რობერტო ნარდიმ გელათის ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ კონკრეტული ვადების დასახელება ადრეა. 

"გელათის დროის საზომი არის საუკუნეები. მთავარია, რომ ჩვენ არ ვიჩქაროთ, რადგან ძალიან დიდი დაკვირვება სჭირდება და ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება. ყოველგვარ მოქმედებას წინ უნდა უძღოდეს დაკვირვება. მინიმუმ ერთი წელი იქნება დაკვირვების სწავლის პერიოდი და შემდეგ უკვე ჩარევის. ჯერ კონკრეტული ვადების დასახელება ნაადრევია", - განაცხადა რობერტო ნარდიმ.

მაქს პანკის სახელობის ფლორენციის ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორის გერჰარდ ვოლფის თქმით კი, ამ ეტაპზე მიდის სადიაგნოსტიკო სამუშაოები. 

"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი, რაზეც მე მიმუშავია. გამორჩეული თავისი სიდიადით. ამ ეტაპზე მიდის სადიაგნოსტიკო სამუშაოები. მე ვარ სამდღიანი ვიზიტით აქ ჩამოსული იმისთვის, რომ დავაკვირდე ამ პროცესებს. ვინაიდან მიდის დაკვირვების პროცესი ამ დროისთვის ზუსტად იმის თქმა, რა გადარჩება და რა ვერ გადარჩება ძალიან რთულია. ერთი შეხედვით თითქოს მოზაიკის დაზიანების მასშტაბები უფრო მცირეა, ვიდრე კედლის მხატვრობის. მთავარი არის, რომ სპეციალისტები სწორად არის შერჩეული ამ საქმეში", - განაცხადა გერჰარდ ვოლფმა.

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელშიც ჩართული არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები