ზურაბ ჯაფარიძე - საჭიროა ხელისუფლების შეცვლა, ისეთი ღია ფანჯარა, როგორიც დღეს აქვს საქართველოს ევროპაში, არასოდეს ჰქონია

საჭიროა ხელისუფლების შეცვლა, ისეთი ღია ფანჯარა, როგორიც დღეს აქვს საქართველოს ევროპაში, არასოდეს ჰქონია, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უნდა შესრულდეს ის 9 რეკომენდაცია, რომელზეც "ქართულ ოცნებას" უარი აქვს გამოცხადებული.

"საჭიროა იმ რეფორმების შესრულება, რომელზეც "ქართულ ოცნებას" საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ ამის შესრულებას არ აპირებს, საუბარია 9 პუნქტზე. გასაკეთებელია ის, რომ ხელისუფლებაა შესაცვლელი, ამის შესაძლებლობა გვაქვს ოქტომბრის ბოლოს და ამ რეფორმების გატარება შესაძლებელია სწრაფად. ისეთი ღია ფანჯარა, როგორიც დღეს აქვს საქართველოს ევროპაში, არასოდეს ჰქონია", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლებისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც ევრორეკომენდაციებსა და საქართველოს ევროინტეგრაციაზე ისაუბრეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები