ზურაბ ჯაფარიძე - ლაზარე არის ადამიანი, რომელიც გამოარჩიეს სპეციალურად, არაფერი, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს

დაკავების დღიდან გასაგები იყო, რომ ლაზარე არის ადამიანი, რომელიც გამოარჩიეს სპეციალურად იმისათვის, რომ შემდეგ მისი დემონიზება მოეხდინათ, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეალურად, საქმეში ლაზარე გრიგორიადისის გამამტყუნებელი მტკიცებულებები არ დევს.

"დაკავების დღიდან გასაგები იყო, რომ ლაზარე არის ადამიანი, რომელიც გამოარჩიეს სპეციალურად იმისათვის, რომ შემდეგ მისი დემონიზება მოეხდინათ. 

მე დავესწარი სასამართლო პროცესებს და ძალიან ნათლად ჩანს, რომ არაფერი, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. 

სტანდარტულადაა, როგორც აკეთებენ ხოლმე ასეთ შემთხვევებში, მათ შორის მე მაქვს ასეთი სასამართლო პროცესი გავლილი 10 მაინც, სადაც ერთადერთი მტკიცებულება არის პოლიციელის ცრუ ჩვენება. მოდიან და ჰყვებიან ზღაპრებს, ამ ზღაპრებში შემდეგ იბლანდებიან, ვერ გაიგებ რას ლაპარაკობენ, მაგრამ მათ ჩვენებას საბოლოო ჯამში, მოსამართლე იზიარებს და ყურადღებას არ აქცევს სხვა მტკიცებულებას, რომელიც შეიძლება, საქმეში არსებობდეს", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლე ზვიად შარაძემ შემდეგი სხდომა 8 აპრილს, 15:00 საათზე ჩანიშნა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები