თამარ კორძაია - კვოტირება არის კარგი მექანიზმი იმისათვის, რომ ქალები გაძლიერდნენ ქვეყანაში

სკოლებში ბავშვებს რომ შიათ, ამაზე პარლამენტში ქალი ლაპარაკობს მარტო, ქალებს რომ სცემენ, ქალებს რომ კლავენ, ქალებს რომ შვილები წაართვეს და მკვდრად გაუსაღეს, იმ  ქალებს პარლამენტში მარტო ქალი დეპუტატები ვხვდებით, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობის 65% თვლის, რომ კვოტირება არის კარგი მექანიზმი ქალების გასაძლიერებლად.

"პარლამენტის სხდომათა დარბაზში 15 წუთში წყდება ამ ქვეყნის მოქალაქეების ნახევრის  ბედი, უცებ კაცები დასხდნენ, მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს, აი, ეს არის ქართული პოლიტიკა დღეს და ამას ეძახის "ქართული ოცნება" პოლიტიკას. 

მე ვერ ვიგებ ამის არსს ვერცერთი მხარისგან, მაგრამ ჩემი მოპასუხეა "ქართული ოცნება", იმის ხმები გადის ამ შემთხვევაში და ამიტომ, მან უნდა გაგვცეს პასუხი როდის ატყუებდა საკუთარ ამომრჩეველს, რომლის 65% თვლის, რომ კვოტირება არის კარგი მექანიზმი იმისათვის, რომ ქალები გაძლიერდნენ ქვეყანაში და ახლა  მე ავხსნი, თუ რატომ თვლის ეს ხალხი რომ ეს არის კარგი მექანიზმი - სკოლებში ბავშვებს, რომ შიათ ამაზე პარლამენტში ქალი ლაპარაკობს მარტო, ქალებს რომ სცემენ, ქალებს რომ კლავენ, ქალებს რომ შვილები წაართვეს და მკვდრად გაუსაღეს, ის ქალები მოდიან პარლამენტში და მათ მარტო ქალი დეპუტატები ვხვდებით. ქალებს კრედიტი გამოაქვთ იმისათვის, რომ შვილებმა ისწავლონ, ამ თემებზე არც ერთი კაცი არ გამოდის ინიციატივით. როცა ქალები ამ საკითხებზე ვლაპარაკობთ, მაშინ ღიმილია, ქილიკია, დაცინვაა და მთავარი ის არის, რომ კაცებმა კარგად იგრძნონ თავი", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები