კულება - დარწმუნებული ვარ, ერთობლივი თანამშრომლობით შევძლებთ ტრიბუნალი რეალობად ვაქციოთ

44 ქვეყნის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის იდეას აგრესიული ომის დროს უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, - ინფორმაციას ნიდერლანდების მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

შესაბამისი დეკლარაცია კონფერენციაზე "სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის“ მიიღეს, რომელშიც სულ 57 ქვეყანა მონაწილეობდა.

დოკუმენტს მხარი დაუჭირა 44 ქვეყანამ, მათ შორის: ევროკავშირის წევრი ქვეყნებმა, კანადამ, საქართველომ, იაპონიამ, მოლდოვამ, ახალმა ზელანდიამ, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა.

"მკაცრად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის აქტებს; ეს ქმედებები, მათ შორის უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსიის მცდელობა, არის გაეროს წესდების აშკარა დარღვევა, არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა, იწვევს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას. რუსეთის ფედერაცია ემუქრება საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის პატივისცემას და ძირს უთხრის დემოკრატიულ ღირებულებებს“, - ნათქვამია დეკლარაციაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება 44 ქვეყნის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

"მადლობელი ვარ ყველა სახელმწიფოსი, რომელიც ამ საკითხში შედეგების მიღწევის მნიშვნელობას აღიარებს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი თანამშრომლობით ჩვენ შევძლებთ ვიპოვოთ ყველა საჭირო გამოსავალი და ტრიბუნალი რეალობად ვაქციოთ. ჩვენ კიდევ ერთი ბიძგი უნდა მივცეთ ამის გასაკეთებლად“, - წერს კულება Twitter(X)-ზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები