გიორგი ვაშაძე - დღეს საქართველოში ადამიანი ან უმუშევარია ან იმდენად დაბალი აქვს ხელფასი, რომ ფაქტობრივად ოჯახს ვერ არჩენს

დღეს საქართველოში ადამიანი ან უმუშევარია ან იმდენად დაბალი აქვს ხელფასი, რომ ფაქტობრივად ოჯახს ვერ არჩენს. ეს არის რეალობა, რომელშიც დღეს საქართველო ცხოვრობს, - ამის შესახებ პარტია  "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ფასები იზრდება, ხელფასი კი არავის ჰყოფნის.

"დღეს საქართველოში ადამიანი ან უმუშევარია ან იმდენად დაბალი აქვს ხელფასი, რომ ის ფაქტობრივად ოჯახს ვერ არჩენს. კაპიკები ხელფასების სახით, გაზრდილი ფასები, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო გაუსაძლისს ხდის ქვეყანაში ცხოვრებას და სწორედ ამიტომ არის, რომ ასობით ათასი ჩვენი თანამემამულე გადის ქვეყნიდან. მე ჩამოგითვლით სხვადასხვა პროფესიებს და დაახლოებით ხელფასებს, მაგალითად, მაღაზიის კონსულტანტი, სადაც ყველაზე მეტი ადამიანია დასაქმებული - 600 – 800 ლარი ხელფასი, ექთანი, რომელიც ყველას გვჭირდება სამედიცინო მომსახურების დროს - 450-დან - 700 ლარამდე, არის შემთხვევა რეგიონებში, სადაც კიდევ უფრო დაბალია, მაგალითად სოფლის ექიმებთან, ექთნების ანაზღაურება, ექიმების შემთხვევაშიც, იმიტომ, რომ რეგიონების შემთხვევაში საქართველოში ყველაზე დაბალი ხელფასი აქვთ ექიმებს. სკოლის პედაგოგები, რომელთა ანაზღაურება ვერაფრით ვერ გახდა ისეთი ღირსეული, რომ ნორმალურად აღზარდონ და ნორმალური პირობები ჰქონდეთ სკოლაში. ბაღის თანამშრომლები - კატასტროფული სიტუაციაა მთელ საქართველოში - 500 ლარია საშუალოდ ხელფასი, თბილისში ცოტა მეტი.  ეს არის რეალობა, რომელშიც დღეს საქართველო ცხოვრობს " , - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები