გიორგი ვაშაძე - პროვოკაციაზე მიდიან, რომ დეპუტატები გააძევონ

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაატოვებინეს, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილება. 

როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, "ოცნება" პროვოკაციას აწყობს და დეპუტატებს სხდომას ატოვებინებს.

"შინაარსობრივი კითხვები ისმება ოპოზიციის მხრიდან. სამწუხაროდ, ზუსტად ამიტომაა ეს კანონი რუსული, რომ ამ ადამიანებს შინაარსი კი არ აინტერესებთ, აინტერესებთ, რომ ივანიშვილის და რუსული  დავალება შეასრულონ. 

პირდაპირ ეთერში ხედავდით, რომ არაფერი არ ხდება, პროვოკაციაზე მიდიან, რომ დეპუტატები გააძევონ. თავიდანვე მათი ამოცანაა სხდომათა დარბაზიდან დეპუტატების გაძევება.  

მუხლობრივი განხილვა როგორც კი დაიწყო, თქვენ თვითონ დაინახეთ, რომ ამ ადამიანებს არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, იმიტომ, რომ ეს კანონი მუხლების თანმიმდევრობითაც კი ემთხვევა რუსულს. ზუსტად ამ არგუმენტებით მოვედი, ამ სასამართლო გადაწყვეტილებებით მოვედით და პასუხი, რომ არ აქვთ, ასე იქცევიან. ეს არის რეალობა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები