ჰაგარი - ათობით თვითმფრინავი ცაშია და მზად არიან

ირანის მხრიდან თავდასხმის საფრთხის ფონზე, ისრაელმა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა აკრძალა და სხვადასხვა სახის შეკრებებზე შეზღუდვები დააწესა.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის დანიელ ჰაგარის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა და ნებისმიერი სახის შეკრება, სადაც ათასზე მეტი ადამიანი იკრიბება.

შეზღუდვები ასევე ეხება სასკოლო ბანაკებსა და ექსკურსიებს. ზოგიერთ რაიონში, მაგალითად, ღაზისა და ლიბანის საზღვრებთან ახლოს, შეკრების შესახებ უფრო მკაცრი შეზღუდვები უკვე არსებობს. ახალი შეზღუდვები ძალაში 15 აპრილის 23:00 საათამდე იქნება.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა აღნიშნა, რომ ისრაელის საჰაერო თავდაცვა ფხიზლადაა.

"ათობით თვითმფრინავი ცაშია და მზად არიან", – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები