თეთრი სახლი - ირანმა ისრაელზე საჰაერო თავდასხმა დაიწყო, აშშ დადგება ისრაელის ხალხის გვერდით

აშშ-ის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭომ ირანის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის დაწყების შესახებ განაცხადა. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იწვევს საბჭოს წევრებს და მუდმივ კომუნიკაციაშია ისრაელის მხარესთან და მოკავშირეებთან, - ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული.

ეროვნული უშიშროების საბჭო ვარაუდობს, რომ თავდასხმა სავარაუდოდ, რამდენიმე საათში განვითარდება.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა: ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის მიმართ მტკიცეა. შეერთებული შტატები დადგება ისრაელის ხალხის გვერდით და მხარს დაუჭერს მათ, რომ დაიცვან ირანის ამ საფრთხეებისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ისრაელმა დაადასტურა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა. პრემიერმა ნეთანიაჰუმ მოქალაქეებისადმი მიმართვაში აღნიშნა, რომ ისრაელი მზად არის ყველა სცენარისთვის და უპასუხებს.

განვითარებული მოვლენების ფონზე იორდანიამ და ერაყმა საჰაერო სივრცე ჩაკეტეს.

1 აპრილს ისრაელმა სირიაში დამასკოზე სარაკეტო შეტევა განახორციელა, რის შედეგადაც ირანის საკონსულოს შენობა განადგურდა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე შვიდი ირანელი დაიღუპა, მათ შორის ორი გენერალი.

თეირანმა თავდასხმაში თელ-ავივი დაადანაშაულა და "მკაცრ" პასუხს დაჰპირდა. ისრაელმა, თავის მხრივ, გააფრთხილა ირანი შედეგების შესახებ და გამოაცხადა IDF-ის გაზრდილი მზადყოფნა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები