ირაკლი კობახიძე - მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციელებს, რომლებიც მოთმინებით იტანდნენ აგრესიული ჯგუფების შეურაცხყოფას და ფიზიკურ ძალადობას

მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციელებს, თითოეულ მათგანს, რომლებიც მოთმინებით იტანდნენ აგრესიული ჯგუფების შეურაცხყოფას და ფიზიკურ ძალადობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი უმაღლესი ევროპული სტანდარტებით დაუპირისპირდნენ მომიტინგეთა აგრესიულ ნაწილს, რომლებიც უკიდურესად არაევროპულად მოქმედებდნენ.

"ბოლოს, მინდა ორი სიტყვა ვთქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედებების შესახებ. გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო მერაბიშვილი ან გახარია, რამდენიმე მომიტინგის ცხედარს ჯიხურის თავზე მიაგნებდით, რამდენიმე ადამიანი თვალს დაკარგავდა. ყველას გვახსოვს, როგორ მთავრდებოდა ამ ადამიანების მიერ ჩატარებული ოპერაციების უმრავლესობა. თუმცა, მადლობა ღმერთს, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობს არა უცხოური ძალის აგენტი, არამედ პატრიოტი კაცი, ვახტანგ გომელაური, რომელიც უმაღლესი ევროპული სტანდარტებით უძღვება პოლიციის საქმიანობას. მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციელებს, თითოეულ მათგანს, რომლებიც მოთმინებით იტანდნენ აგრესიული ჯგუფების შეურაცხყოფას და ფიზიკურ ძალადობას და რამდენიმე ინციდენტს თუ არ ჩავთვლით, იყო რამდენიმე ინციდენტი, ისინი უმაღლესი ევროპული სტანდარტებით დაუპირისპირდნენ მომიტინგეთა აგრესიულ ნაწილს, რომლებიც უკიდურესად არაევროპულად მოქმედებდნენ. რამდენიმე შემთხვევაშიც უბრალოდ გაუსაძლისი იყო ის აგრესია, რომელსაც კონკრეტული ადამიანები გამოხატავდნენ პოლიციელების წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, რომ პოლიციელებზე ძალადობის საკმაოდ დიდი მასშტაბის მიუხედავად, გუშინ მძიმე ფიზიკური დაზიანება არავის მიუღია. ორივე პოლიციელს და ხუთივე მომიტინგეს, რომელსაც ჰოსპიტალიზება დასჭირდა, დროულად გაეწია სამედიცინო დახმარება, რისთვისაც ექიმებს მადლობა მინდა გადავუხადო“, - განაცხადა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები