თინა ბოკუჩავა - ეს ძალიან მძიმე განაცხადი და განაჩენია ივანიშვილისთვის და მისი პარტიის წევრებისთვის

ივანიშვილი და მისი პარტიის წევრები პირადად არიან პასუხისმგებელი საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟზე და შესაბამისად, ევროპის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ითხოვს პერსონალური სანქციების დაწესებას, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი არის რუსული, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

"საქართველოს საერთაშორისო მეგობრები და განსაკუთრებით ევროკავშირი ძალიან მკაცრად აფრთხილებენ ივანიშვილის პარტიას და პირადად ივანიშვილს, რომ "რუსული კანონის" რეინიცირება საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა იმ რეზოლუციით, რომელიც დღეს მიიღო ევროპარლამენტმა, მათ შორის შესწორების სახით შევიდა ივანიშვილის პერსონალური სანქციების საკითხი, რაც ცხადყოფს, რომ ყველას ძალიან კარგად ესმის, ივანიშვილი და მისი პარტიის წევრები პირადად არიან პასუხისმგებელი საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟზე და შესაბამისად, ევროპის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ითხოვს პერსონალური სანქციების დაწესებას.

ეს ძალიან მძიმე განაცხადი და განაჩენია ივანიშვილისთვის და მისი პარტიის წევრებისთვის, რომლებმაც ღიად აირჩიეს გეზი რუსეთისკენ საქართველოს პარლამენტში "რუსული კანონის"  რეინიცირებით", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

ევროპარლამენტში მიიღეს რეზოლუცია, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებულ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ეხება. რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს იქამდე, სანამ აღნიშნული კანონი სამართლებრივ დღის წესრიგშია. დოკუმენტში ასევე სანქციებზე და ვიზალიბერალიზაციის გადახედვაზეა საუბარი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები