გიორგი ბოტკოველი - დარწმუნებული ვარ, ყველა გადაწყვეტილება მიღებულია და ამ გადაწყვეტილებას ექნება ძალიან მალე წერტილი დასმული

ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ირიბად თუ პირდაპირ ქვეყნის ღალატობრივ პროცესში, ქვეყნისთვის განვითარების ხელშეშლის პროცესში, დარწმუნებული ვარ, რომ სათანადო პასუხი გაეცემათ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან ქვეყნის მოღალატეებისთვის აუცილებლად იქნება სათანადო ქმედება. 

"მე დარწმუნებული ვარ, ყველა გადაწყვეტილება მიღებულია და ამ გადაწყვეტილებას ექნება ძალიან  მალე წერტილი დასმული და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ირიბად თუ პირდაპირ ქვეყნის ღალატობრივ პროცესში, ქვეყნისთვის განვითარების ხელშეშლის პროცესში, ჩვენი ურთიერთობების აშშ-თან და ევროპასთან ხელშეშლის პროცესში, მე დარწმუნებული ვარ, რომ სათანადო პასუხი გაეცემათ", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

საქართველოში ვიზიტით ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო’ბრაიენი იმყოფება. აშშ-ის მაღალჩინოსანი ამ დროისთვის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ხვდება.

დაგეგმილია ჯიმ ო’ბრაიანს შეხვედრები როგორც ოპოზიციის, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. 

დღის ბოლოს ის საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები