გიორგი ბოტკოველი - მთავარი გამარჯვების ფორმულა არის ერთობა, დღეს კალკულაციის დრო არ არის

შეიძლება, ითქვას, რომ 1921 წელი გვიდგას და გარუსებას და გასაბჭოებაზე მიდის საუბარი, ახლა ჯერი ჩვენზეა, მთავარი გამარჯვების ფორმულა არის ერთობა, - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. 

მისი თქმით, ქუჩაში გამოსული ხალხის მთავარი მოთხოვნა ერთი დიდი ევროპული ერთობაა.

"ერთიანი სია, რა თქმა უნდა, არის გამარჯვების ფორმულა. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ერთიან სიაზე, აქ საუბარია ერთობაზე და ეს უნდა გავითავისოთ ყველამ და დღეს კალკულაციის დრო არ არის - ვის რამდენი პროცენტი აქვს, ვინ რა ნომრით უნდა გავიდეს, აქ არის საუბარი ერთიანობაზე, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, იმისათვის, რომ ჩვენ არ გავხდეთ რუსეთის შემადგენელი ნაწილი.

ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ 1921 წელი გვიდგას და გარუსებას და გასაბჭოებაზე მიდის საუბარი. დღეს იმის დრო არ არის, რომ ჩვენ მოსახლეობას შევპირდეთ ვის რამდენი პენსია ან ხელფასი ექნება. დღეს ჩვენ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, როგორ გადავარჩინოთ ეს ქვეყანა.

ხელისუფლების პოზიცია გავიგეთ, გავიგეთ საით მიგვაქანებს. ახლა ჯერი ჩვენზეა. მთავარი გამარჯვების ფორმულა არის ერთობა. 

დღეს ქუჩაში გამოსული ადამიანების მოთხოვნა არის ერთობლიობა. ჩვენ გვინდა ერთი დიდი ევროპული ერთობა, რომელიც დააზიანებს რუს ოლიგარქს და მის მონურ მმართველობას", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები