გიორგი ბოტკოველი - ქვეყანაში არ არსებობს პროკურატურა, რომელიც სამართლიან გადაწყვეტილებებს მიიღებს

ეს რეალობა უკვე ასახავს იმას, რომ ქვეყანაში არ არსებობს პროკურატურა, რომელიც სამართლიან გადაწყვეტილებებს მიიღებს, -  ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

"ხელისუფლება, რომელსაც გენერალურ პროკურორად ეჯდა ადამიანი, რომელიც პირდაპირ არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ აღიარებული რუსეთის გავლენის აგენტად, იმ ხელისუფლებისგან დღეს რომელიმე კანდიდატურის წამოყენებაც უკვე ეჭვქვეშ არის დამდგარი და ის რეალურად, ვერ შეასრულებს დამოუკიდებელ ფუნქციას, რომელსაც უნდა ასრულებდეს გენერალური პროკურორი. 

პროკურორი, რომელიც ჰყავდა საქართველოს, მე ფარცხალაძეს ვგულისხმობ და რომელმაც ბრალი წაუყენა საქართველოს პრეზიდენტს, ეს რეალობა უკვე ასახავს იმას, რომ ქვეყანაში არ არსებობს პროკურატურა, რომელიც სამართლიან გადაწყვეტილებებს მიიღებს", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა ერთი თვის წინ მოულოდნელად დატოვა. მიზეზად კი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ამ დრომდე ვაკანტურია. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები