ბადრი ჯაფარიძე - ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილი, რომ "ლელო" შეუერთდეს ამ ქარტიას

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით პოზიტიურად არის განწყობილი.

"ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილი, რომ "ლელო" შეუერთდეს ამ ქარტიას. პოლიტიკურ საბჭოზე ვიმსჯელებთ ამის თაობაზე, მაგრამ ყველა ის გზავნილი, ყველა ის ვალდებულება, რომელიც პრეზიდენტმა განაცხადა, არის აბსოლუტურად საჭირო და მისაღები იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპულ გზას და ქვეყანამ რეალურად გახსნას ევროკავშირთან მოლაპარაკებები.

ეს არის ამ ქარტიის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი. რაც მთავარია, ეს არის სამოქმედო გეგმა, რომელსაც პარტიები უნდა შეუერთდნენ და ამით ჩვენ საზოგადოებას მძლავრ სიგნალს გავუგზავნით, რომ პროევროპულ პარტიებს განსხვავების მიუხედავად, შეუძლიათ, შეთანხმდნენ ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე", - განაცხადა ჯაფარიძემ "ფორმულას" ეთერში.

ზურაბიშვილმა პარტიებს სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია და მის გარშემო გაერთიანება შესთავაზა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები