მაკრონი - რატომ უნდა დავემორჩილოთ რუსეთს? გადავწყვიტეთ, რომ კოალიცია გვქონდეს და ბევრმა პარტნიორმა უკვე მოგვცა თანხმობა

საფრანგეთი არ ომობს რუსეთთან და არ სურს ესკალაცია, მაგრამ ამავე დროს მას სურს დაეხმაროს უკრაინას თავის დაცვაში. ამიტომ, პარიზს სურს, ჰყავდეს პარტნიორთა კოალიცია, რომლებიც მზად იქნებიან თავიანთი ინსტრუქტორები უკრაინაში გაგზავნონ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

"რაც შეეხება ინსტრუქტორებს უკრაინის ტერიტორიაზე, ჩვენ 26 თებერვალს ვისაუბრეთ, თუ გახსოვთ, ზელენსკიმ და მისმა თავდაცვის მინისტრმა ნათლად გამოხატეს უკრაინის საჭიროებები. უკრაინა დღეს კიდევ უფრო მეტი ადამიანის მობილიზაციას ახორციელებს და მათ უფრო ეფექტური მომზადება დასჭირდებათ უკრაინის ტერიტორიაზე. ეს არის ლეგიტიმური ღონისძიება“, - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე სამხედროების მომზადებას ესკალაციად არ მიიჩნევს.

"რატომ უნდა დავემორჩილოთ რუსეთს, რომელიც გადაწყვეტს, რომ ჩვენ არ გვაქვს ინსტრუქტორების გაგზავნის უფლება? ჩვენ არ ვეთანხმებით ამ "წითელ ხაზებს". გადავწყვიტეთ, რომ კოალიცია გვქონდეს და ჩვენმა ბევრმა პარტნიორმა უკვე გასცა თანხმობა“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

უკრაინაში დასავლელი ინსტრუქტორების გაგზავნის ინიციატივაზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.

"მინდა, რომ ჩვენი პოზიცია მკაფიოდ ჩამოყალიბდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივას უკრაინაში ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ. სხვათა შორის, ეს უბრალოდ მოკლე გზას წვრთნებისკენ. რა არის გასაკვირი? ნატოს ქვეყნები წვრთნიდნენ ჩვენს ჯარისკაცებს მათ ტერიტორიაზე, მაგრამ ეს არის მოკლე გზა, ამიტომ მადლობელი ვარ ამ ინიციატივისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები