"მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით"

"მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით", - ამის შესახებ აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა პარიზში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

"შეერთებული შტატები და საფრანგეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას, რომ დგანან ქართველი ხალხის გვერდით მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. პრეზიდენტები მოუწოდებენ მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას",  პატივი სცეს საზოგადოების სურვილს და დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას.

შეერთებული შტატები და საფრანგეთი მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე, ასევე სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგიონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიაში, რეგიონის ყველა მოსახლეობის საკეთილდღეოდ", - აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები