მაკრონმა ევროპარლამენტის არჩევნებში წარუმატებლობის ფონზე საფრანგეთის პარლამენტი დაითხოვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების შემდეგ საფრანგეთის პარლამენტი დაითხოვა.

როგორც მან მოქალაქეებისადმი მიმართვისას განაცხადა, პარლამენტის დათხოვნისა და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

"ეს გადაწყვეტილება სერიოზულია, რთული, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ნდობის აქტია. მოვისმინე თქვენი გზავნილი და არ დავტოვებ უპასუხოდ", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები 30 ივნისსა და 7 ივლისს ჩატარდება.

წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის პარტია ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები