წყალტუბოს მთავარ ბიბლიოთეკაში მწერალ ავთანდილ ყურაშვილთან შეხვედრა გაიმართა

წყალტუბოს მთავარ ბიბლიოთეკაში მწერალ ავთანდილ ყურაშვილთან შეხვედრა გაიმართა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ერთ-ერთი თვალსაჩინო პროზაიკოსის, პოეტისა და პუბლიცისტის მკითხველთან შეხვედრა მთავარი ბიბლიოთეკის მენეჯერის სულიკო სვანიძის ინიციატივით შედგა და მისი მიზანი მწერლისა და მკითხველის დაახლოება, ახალგაზრდების ლიტერატურით დაინტერესება იყო.

ავთანდილ ყურაშვილის შემოქმედების შესახებ კულტურის ცენტრის მმართველის მოადგილემ ლილი გელენიძემ ისაუბრა.

ოტია იოსელიანის სახელობის საკვირაო სკოლის აღსაზრდელებმა მწერლის ეროვნულ მოტივებზე, სიყვარულსა და ერთგულებაზე შექმნილი ლექსები და პროზაული ნაწარმოებები წაიკითხეს.

ლიტერატურაზე საუბრით მიღებული შთაბეჭდილებები საზოგადოებას მწერალმა გიზო თავაძემ, ჟურნალ "განთიადის" მთავარმა რედაქტორმა თემურ ამყოლაძემ, ფილოლოგიის დოქტორმა ლია კუხიანიძემ, მწერალ ოტია იოსელიანის შვილმა, დაჩი იოსელიანმა, საზოგადოება "ძველი წყალტუბოელის'' ხელმძღვანელმა გელა ხუნწარიძემ, ხელოვნებათმცოდნემ ნინო ლექვთაძემ, ფილოლოგმა მედეა მოდებაძე, მეორე საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ ბუკიამ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა გაუზიარეს.

მწერალმა ავთანდილ ყურაშვილმა ახალგაზრდების წიგნით დაინტერესების მნიშვნელობაზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეებს დადებითი შეფასებებისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები