წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ოტია იოსელიანის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დასრულება შემაჯამებელი ღონისძიებით აღინიშნა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ოტია იოსელიანის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დასრულება შემაჯამებელი ღონისძიებით აღინიშნა.

მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მერმა, საუბრისას, ხაზი გაუსვა სასკოლო განათლების მიღების მნიშვნელობას და პედაგოგებს ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ ისაუბრა მოსწავლეთა მიღწევებსა და წარმატებებზე. აღნიშნა, რომ სკოლაში 800 მოსწავლე სწავლობს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები როგორც საერთაშორისო, ასევე რესპუბლიკურ პროექტებში. სკოლას აქვს "პატრიოტი დიასპორელი სკოლის" ტიტული, პედაგოგები და მოსწავლეები იყენებენ ყველა რესურსსა და შესაძლებლობას წარმატების მისაღწევად.

"ედელვაისობა - 2024"-ის ფარგლებში მოსწავლეებმა ტრადიციულად იმღერეს, იცეკვეს და საზოგადოებას ნამდვილი დღესასწაული აჩვენეს.

პედაგოგებსა და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ არჩილ ღიბრაძემ. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სკოლის დირექტორმა წარმატებულ მოსწავლეებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

მსგავსი სიახლეები