ანა წითლიძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა არსებობს, არის საბჭოთა სისტემის ნაწილი

საუბარი გამოგონილ საფრთხეებზე არარელევანტურია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა არსებობს, არის საბჭოთა სისტემის ნაწილი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სუსი არის მექანიზმი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და არ ასრულებს თავის რეალურ მოვალეობას.

"საუბარი გამოგონილ საფრთხეებზე არარელევანტურია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა არსებობს, არის საბჭოთა სისტემის ნაწილი და კოალიციური მთავრობის პირობებში  მისი სრული რეფორმირება უნდა მოხდეს, მეტიც, ის უნდა დაინგრეს იმიტომ, რომ ეს სამსახური არის მხოლოდ მექანიზმი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და არ ასრულებს თავის რეალურ ფუნქციას.

ეს არის ხელისუფლება, რომელიც ჰიბრიდული ომის პარტიად თვლის ევროკავშირს, ამერიკას და ამბობს, რომ მასონები ებრძვიან ბიძინა ივანიშვილს. არადა რეალური პრობლემა ამ ქვეყანაში არა ამერიკიდან, არამედ რუსეთის მხრიდან და რუსული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან არის", - განაცხადა ანა წითლიძემ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა დღეს განაცხადა, რომ 2023 წელს ადგილი ჰქონდა სხვადასხვა აქტორების მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადების მცდელობებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები