ანა წითლიძე - ათასობით ქართველი ელოდება ძალიან მძლავრ სიგნალს, რომ ევროპა არასოდეს მიატოვებს ქართველებს

ამ დარბაზში მინდა, უფრო ხმამაღლა გითხრათ: ჩემი ქვეყნის ევროინტეგრაცია და დემოკრატიის განვითარება საფრთხეშია. რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა გადაწყვიტა, შეცვალოს საქართველოს გეოპოლიტიკური გზა ევროპიდან რუსეთში, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ამ დარბაზში მინდა, უფრო ხმამაღლა გითხრათ: ჩემი ქვეყნის ევროინტეგრაცია და დემოკრატიის განვითარება საფრთხეშია. რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა გადაწყვიტა, შეცვალოს საქართველოს გეოპოლიტიკური გზა ევროპიდან რუსეთში, დემოკრატიის განვითარებიდან ოლიგარქიული სისტემისკენ. რუსული კანონი მხოლოდ ერთი ასპექტია რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის დიდ თამაშში. დიდი გეგმა არის ევროპის გაძევება რეგიონიდან და რუსული გავლენის გაზრდა. რაც ახლა ხდება საქართველოში, მხოლოდ ქართველების ბრძოლა არ არის, ეს ევროპულიც არის. თუ საქართველოში დემოკრატია დამარცხდება, ევროპული ღირებულებები მთელ რეგიონში დამარცხდება.

ივანიშვილის მიზნის, ძალაუფლების შენარჩუნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ რუსულ სისტემაში, სადაც კრიტიკული ხმა ჩახშობილია, სადაც დემოკრატია მხოლოდ სიტყვებია, სადაც პოლიტპატიმრები და სამოქალაქო აქტივისტები ციხეში არიან. ამ შემთხვევაში ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ადამიანი, რომელმაც საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადი გახადა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის რუსი ოლიგარქის ციხეში იმყოფება.

ათასობით ქართველი გვიყურებს ახლა, ელოდება ძალიან მძლავრ სიგნალს, რომ თქვენ დგახართ ქართველ ხალხთან, რომ ევროპა არასოდეს მიატოვებს ქართველებს დემოკრატიის გზაზე. საქართველო ევროპას ეკუთვნის", – განაცხადა ანა წითლიძემ.

ევროსაბჭოში  დღეს პოლიტიკური დებატები იმართება საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ანა წითლიძე და ლევან ბეჟაშვილი მონაწილეობენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები