ანა წითლიძე - ღრმად შემაშფოთებელია ივანიშვილის მცდელობები, შეარყიოს ქართველების ევროპული მომავალი

საქართველოში დემოკრატიის იდეალებს მნიშვნელოვანი გამოწვევები შეექმნა, განსაკუთრებით ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ქმედებებით. ღრმად შემაშფოთებელია მისი მცდელობები, შეარყიოს ქართველების ევროპული მომავალი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

"საქართველოში დემოკრატიის იდეალებს მნიშვნელოვანი გამოწვევები შეექმნა, განსაკუთრებით ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ქმედებებით. ღრმად შემაშფოთებელია მისი მცდელობები, შეარყიოს ქართველების ევროპული მომავალი და მანიპულირება მოახდინოს დემოკრატიული პროცესით. ახალგაზრდები თბილისის და საქართველოს ქუჩებში იბრძვიან დემოკრატიისა და ევროპული ინტეგრაციისთვის, რომელთაც ივანიშვილის სპეციალური რაზმები სასტიკად უსწორდება. მე ვამაყობ რომ მათ არ ეშინიათ.

29 აპრილს პრორუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის დასჯის პროევროპულ ოპოზიციას. ოლიგარქ ივანიშვილის გამოსვლაში ასევე ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი ცდილობდნენ შეარყიონ საქართველოს სუვერენიტეტი, უწოდა რა მათ გლობალური ომის პარტია.

“უცხოური გავლენის შესახებ“ რუსული სტილის კანონის ხელახალი ინიციირებით "ქართული ოცნების" მჩაგვრელმა ბუნებამ და პრორუსულმა ოლიგარქმა ივანიშვილმა ღიად გამოუცხადა მტრობა პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო აქტივისტებს. აუცილებელია, რომ ჩვენ, როგორც ევროპის საბჭოს წევრებმა, ერთობლივად დავგმოთ მსგავსი ქმედებები და მხარი დავუჭიროთ ქართველ ახალგაზრდებს ევროპული ინტეგრაციისა და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში", - განაცხადა ანა წითლიძემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე დებატები მიმდინარეობს, რომელშიც "ნაციონალურ მოძრაობის" დეპუტატები ანა წითლიძე და ლევან ბეჟაშვილი მონაწილეობენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები