პაატა მანჯგალაძე - ესენი საარჩევნო კოდექსს კი არა, სამშობლოს გაყიდიან სკამისა და თანამდებობისთვის

მე არ ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნება" ვეტოს არ დაძლევს. ესენი საარჩევნო კოდექსს კი არა, სამშობლოს გაყიდიან სკამისა და თანამდებობისთვის, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო კოდექსზე დადებულ ვეტოს "ოცნება" არჩევნებში დამარცხების შიშის გამო დაძლევს.

"მე არ ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნება" ვეტოს არ დაძლევს. დაძლევენ ვეტოს, რატომ? იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატებს ეტყვიან, რომ თუ ეს არ მივიღეთ, მაშინ შეიძლება, გაგვიჭირდეს არჩევნებში გამარჯვება და ესენი კი იცით, რომ საარჩევნო კოდექსს კი არა სამშობლოს გაყიდიან სკამისა და თანამდებობისთვის, ამიტომ, არ მიკვირს მათი ქცევები და გადაწყვეტილებები", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

13 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებულ ცვლილებებს, რომლებითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები