პაატა მანჯგალაძე - კანონპროექტს მხარს არ დავუჭერ, რადგან ეს არის "ქართული ოცნების" საარჩევნო პიარაქცია

ჩვენი რწმენის მთავარი არსია, ადამიანმა ჭეშმარიტება ეძებოს და ცხონდეს, "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონით ვერც ჭეშმარიტებას იპოვი და ვერც ცხონდები. დანარჩენი თავისს სინდისზე ყველა თავად აგებს პასუხს, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კანონს მხარს არ უჭერს, რადგან ეს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პიარაქციაა.

"ჩვენი რწმენის მთავარი არსია, ადამიანმა ჭეშმარიტება ეძებოს და ცხონდეს, "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონით ვერც ჭეშმარიტებას იპოვი და ვერც ცხონდები. დანარჩენი თავისს სინდისზე ყველა თავად აგებს პასუხს. 

კანონპროექტს მხარს არ დავუჭერ, რადგან ეს არის "ქართული ოცნების" საარჩევნო პიარაქცია და ამ კანონპროექტის მიღებას აღსარების ჩაბარება და ზიარება ურჩევნიათ. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ადამიანის უფლებების ნაწილში გასაგებია, მაგრამ როცა რაღაცის დაცვაზე ვსაუბრობთ, დაცვა არის ის, როცა შვილები იზრდებიან მშობლებთან ერთად და სამწუხაროდ, საქართველოში ამის რეალობა არ არის", – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი - "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები