პაატა მანჯგალაძე - ჩვენ სისუსტეს ვხედავთ სხვაგან და გვინდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამ სისუსტით არ ისარგებლოს

ზუსტად ვიცით, რომ ჩვენ ამ არჩევნებზე საუკეთესო შედეგი გვექნება. ჩვენ ვრჩებით ერთიანი სიის მხარდამჭერებად. ჩვენ სისუსტეს ვხედავთ სხვაგან და გვინდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამ სისუსტით არ ისარგებლოს, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველას პოზიციას იწონებენ, ვინც ერთიანობისკენ დგამს ნაბიჯს.

"ჩვენ ვრჩებით ერთიანი სიის მხარდამჭერებად, ამაზე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმა. არა იმიტომ, რომ ჩვენ რაიმე პრობლემა გვაქვს. პირიქით, ჩვენ გვექნება საუკეთესო შედეგი, ერთიან სიას ვთავაზობთ ხალხს, რათა ბარიერს მიღმა არ დარჩეს ვინმე და ეს პლატფორმა იყოს გამოყენებული. ჩვენ სისუსტეს ვხედავთ სხვაგან და გვინდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამ სისუსტით არ ისარგებლოს.

ვინც ერთიანობისკენ დგამს ნაბიჯს, ვინც რისკებს აზღვევს, რომ მავნე რეჟიმის პირობებში ბარიერს მიღმა არ დარჩეს, ყველას პოზიციას ვიწონებთ. გასაგებია გახარიას პოზიცია, რომ "ლელო“ დგას მათთან ახლოს, მისი არჩევანია. ახლა მთავარია, "ლელომაც" დააფიქსიროს იგივე პოზიცია, რომ გახარია არის ახლოს. ასე თუ იქნება, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა შედგება და ეს ნამდვილად არ იქნება ცუდი. ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ვინ ვისთან დაჯგუფდება. ეს არის ხალხის დაკვეთა. ჩვენ ვისთანაც ჩავთვალეთ, "ნაციონალური მოძრაობა" იყო და არის ახლოს და ვაგრძელებთ თანამშრომლობას. ზუსტად ვიცით, რომ ჩვენ ამ არჩევნებზე საუკეთესო შედეგი გვექნება", – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები