თინა ბოკუჩავა - ჩაგვრის გზას ადგას საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას ცდილობს

დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების ადგილი არ არის. ჩაგვრის გზას ადგას საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას ცდილობს, თუმცა ეს სახიფათო ცვლილება შეიძლება ოქტომბრის საკვანძო არჩევნებით შეიცვალოს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.

"ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ სხვა პოლიტპატიმრები რჩებიან უკანონო პატიმრობაში რუსეთში, ბელარუსში და ასევე საქართველოში, სადაც ავტორიტარული ხელისუფლება რუსი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით კორუმპირებულ მოსამართლეებს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყენებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მთავარი ოპოზიციური პარტიის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი, რომლის თავმჯდომარეც ახლა მე ვარ, მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკური ნიშნით, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით, პატიმრობაში იმყოფება. ის არასათანადო მოპყრობას განიცდის და სათანადო სამედიცინო დახმარებას მოკლებულია. როგორც წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა განაცხადა, ის იმყოფება გარემოში, რომელიც არის რეპრესიული, დამამცირებელი და არახელსაყრელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების ადგილი არ არის. კრიტიკული ხმების ჩაგვრა ან განეიტრალება არის ის, რითაც ავტორიტარები ძლიერდებიან და ცდილობენ, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ძალაუფლება შეინარჩუნონ. სწორედ ამ ჩაგვრის გზას ადგას საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას ცდილობს. თუმცა ეს სახიფათო ცვლილება შეიძლება ოქტომბრის საკვანძო არჩევნებით შეიცვალოს და კომიტეტის წევრებს და ზოგადად ასამბლეას მოვუწოდებ, საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადონ და აქტიურად ჩაერთონ იმ არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გადაწყვეტს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბუქარესტში ეუთო ოდირის საპარლამენტო ასამბლეის 31-ე სესია მიმდინარეობს, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავაც მონაწილეობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები