თინა ბოკუჩავა - მივესალმებით რეზოლუციაში ცვლილებების დამატებას, რომლებიც გმობს მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის მიღებას

რუსული გავლენის წყარო საქართველოში მომდინარეობს არა მხოლოდ გარედან, არამედ ასევე ავტორიტარული, ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური მთავრობიდან, რუსეთში გამდიდრებული მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

"უნდა ვაღიაროთ, რომ მავნე რუსული გავლენის წყარო საქართველოში მომდინარეობს არა მხოლოდ გარედან, არამედ ასევე ავტორიტარული, ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური მთავრობიდან, რუსეთში გამდიდრებული მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. რუსული კანონის მიღება, რომელსაც თან ახლდა უმძიმესი ძალადობა ოპოზიციონერების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, საქართველოს მთავრობის მიერ ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია.
ჩვენ მივესალმებით რეზოლუციაში ცვლილებების დამატებას, რომლებიც გმობს მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის მიღებას.

ამ კანონის მიღება საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის დაზიანების მცდელობაა, ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ საერთაშორისო საზოგადოება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე ქართველი ხალხის გვერდით იდგეს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები