მეუფე გრიგოლი - დადგება დრო, როდესაც რუსის ჯარი დატოვებს ქვეყანას, ჩვენ ისევ გავერთიანდებით

დღეს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში საკვირაო ლიტურგია აღასრულა;

ლიტურგიის დასასრულს მეუფე გრიგოლმა ქადაგებით მიმართა მრევლს, რის შემდეგაც აღავლინა ლოცვა (პანაშვიდი) 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომსა და სხვადასხვა დროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა სულების საოხად.

"თავისუფლება აზრონების გარეშე არ არსებობს, ეს არის მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ადამიანისა სხვა ცოცხალი არსებებისგან. ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ ქრისტეზე, რწმენაზე, მაგრამ თუ მას ჩვენ ცხოვრებაში განხორციელება არ ექნება, თუ დასაყრდენი არ ექნება ჩვენს კონკრეტულ ქმედებაში, ყოველი სწავლება ფუჭია. 

დღეს მინდა გავიხსენო ის ადამიანები, ვინც 13 წლის წინ რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაიღუპნენ, ეს არის ჩვენ ეროვნულ სხეულზე ჭრილობა, ერს ყველაფერი მოგვყვება დარდად და ტკივილად, მაგრამ ამას ის ფასი აქვს, რომ გავიგოთ რას სჭირდება მოფრთხილება. ამის დავიწყება შეუძლებელია, ჩვენ ვლოცულობთ მათთვის, რომ ღმერთმა საუკუნო ნათელში დაამკვიდროს. 

უნდა გვახსოვდეს, რომ რაც შენ არ გეკუთვნის, არ უნდა მიიტაცო. არ გყოფნის მიწები? არ გყოფნის ტერიტორიები? არ გყოფნის გავლენის სფეროები? ამას ვამბობ იმათ მიმართ, ვინც თავის თავზე იღებს ამბიციას, რომ მსოფლიოს თავისი წესრიგი უკარნახოს, ამის ნაწილია ის, რომ ის სამხედროები ჩვენ მოსახლეობას შორის კედელივით აღიმართნენ და გვეუბნებიან, თქვენ მოილაპარაკეთ ერთმანეთთან, ჩვენ რა შუაში ვართო, მაგრამ შუაში რუსული ჯარია, ეს ფაქტია. დადგება დრო, როდესაც დატოვებენ ქვეყანას, რადგან ღვთის განგებულობა ამოუცნობია ადამიანისთვის.

ყველაზე მტკივნეული ის არის, როცა გეუბნებია, რომ ერთმორწმუნეები ვართ, ერთი ქრისტე გვწამს, როგორც ჩანს, ქრისტიანობა სხვანარიად არის განხილული. ქრისტიანობა ვერ იქნება ასეთი ქმედებების გამართლება. როდესაც სხეულს გაგლეჯენ, არ შეიძლება ამაზე პასუხი არ გქონდეს და გულგრილად გაატარო, თუმცა ჩვენ გვწამს, რომ ეს პრობლემა აუცილებლად დაიძლევა და გადაიჭრება.

ღმერთმა დალოცოს ამ ომში დაღუპულთა სულები, ისინი, ვინც მსხვერპლი იყვნენ ამ აგრესიისა, ქრისტე სიყვარულის ღმერთია და არა აგრესიისა, ჩვენ ერთმანეთში მოვნახავთ საერთო ენას, კვლავ დავუახლოვდებით, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ძირძველი მოსახლეობა. ყველაფერი მოგვარდება, თუმცა მთელი ჩვენი საქმიანობა, იგივე საქართველოს აღორძინება უნდა მოემსახუროს იმას, რომ ადამიანებს სურვილი გაუჩნდეთ ამ ქვეყანაში ცხოვრებისა", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები