თამარ გაბუნია - პირბადის გამოყენების მაჩვენებელი თუ 90%-ს გადააჭარბებს, დღიური შემთხვევები სულ მცირე 1 000-ით შემცირდება

პირბადის გამოყენების 51%-იანი მაჩვენებელი თუ 90%-ს გადააჭარბებს, დღიური შემთხვევები სულ მცირე 1 000 ერთეულით შემცირდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პირბადე ისევ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მექანიზმია, რომლის გამოყენების აღსრულება დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.

"დღეს პირბადის გამოყენების 51%-იან მაჩვენებელზე ვართ. თუ ეს მაჩვენებელი გაიზრდება და გადააჭარბებს 90%-ს, ეს მოგვცემს საშუალებას, დღიური შემთხვევები სულ მცირე 1 000 ერთეულით შემცირდეს. პროგნოზული მაჩვენებელი ასეთია. ამდენად, პირბადე კიდევ არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მექანიზმი და მისი გამოყენების აღსრულება ჩვენთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, პირბადის ტარება ხვალიდან სავალდებულო იქნება ღია სივრცეშიც, სადაც ხუთზე მეტი ადამიანი შეიკრიბება.

მსგავსი სიახლეები