Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

დავით დარჩიაშვილი - როდესაც ოპონენტს ვერ იტან და მისი განადგურება, დაპატიმრება და სიკვდილიც გინდა, ხარ დიქტატორი

პოლიტიკა
644
Frontnews
დავით დარჩიაშვილი - როდესაც ოპონენტს ვერ იტან და მისი განადგურება, დაპატიმრება და სიკვდილიც გინდა, ხარ დიქტატორი

როდესაც ოპონენტს ვერ იტან და მისი განადგურება, დაპატიმრება და სიკვდილიც გინდა, გივის ეს ემუქრებოდა - ხარ დიქტატორი, - ამის შესახებ ისტორიკოსმა დავით დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იშვიათია გივი თარგამაძესავით ეროვნულ იდეას შეწირული ადამიანი.

"იშვიათად მინახავს გივისავით ეროვნულ იდეას შეწირული ადამიანი, უამრავ რისკზე წამსვლელი. ეტყობა ლოგიკურია, რომ ეს ხელისუფლება დაიჭერდა გივი თარგამაძეს, ისევე როგორც ბევრ სხვას. ეს არის სრულმასშტაბიანი რეპრესიები. როდესაც ოპონენტს ვერ იტან და მისი განადგურება, დაპატიმრება  და სიკვდილიც გინდა, გივის ეს ემუქრებოდა, ხარ დიქტატორი", - განაცხადა  დავით დარჩიაშვილმა.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს გივი თარგამაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლომ 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები