
ავტორი
Front News საქართველო
როდესაც ოპონენტს ვერ იტან და მისი განადგურება, დაპატიმრება და სიკვდილიც გინდა, გივის ეს ემუქრებოდა - ხარ დიქტატორი, - ამის შესახებ ისტორიკოსმა დავით დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, იშვიათია გივი თარგამაძესავით ეროვნულ იდეას შეწირული ადამიანი.
"იშვიათად მინახავს გივისავით ეროვნულ იდეას შეწირული ადამიანი, უამრავ რისკზე წამსვლელი. ეტყობა ლოგიკურია, რომ ეს ხელისუფლება დაიჭერდა გივი თარგამაძეს, ისევე როგორც ბევრ სხვას. ეს არის სრულმასშტაბიანი რეპრესიები. როდესაც ოპონენტს ვერ იტან და მისი განადგურება, დაპატიმრება და სიკვდილიც გინდა, გივის ეს ემუქრებოდა, ხარ დიქტატორი", - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს გივი თარგამაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლომ 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.
თაგები:
დავით დარჩიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს