Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

დავით ჭიჭინაძე – უმრავლესობის წევრები ფიქრობენ უკვე მარტო პარლამენტის კი არა, პარტიის დატოვებას და ეს ოპოზიცია ვერ გამოიყვანა პარლამენტიდან ვერავინ

პოლიტიკა
1116
Frontnews
დავით ჭიჭინაძე – უმრავლესობის წევრები ფიქრობენ უკვე მარტო პარლამენტის კი არა, პარტიის დატოვებას და ეს ოპოზიცია ვერ გამოიყვანა პარლამენტიდან ვერავინ

უმრავლესობის წევრები ფიქრობენ უკვე მარტო პარლამენტის კი არა, პარტიის დატოვებას და გამიჯვნასაც და ეს ოპოზიცია ვერ გამოიყვანა პარლამენტიდან ვერავინ, – აცხადებს “ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე.

 

“ვითომ 12 პუნქტზე სასაუბროდ რჩებიან და კობახიძეებთან განაგრძობენ თანამშრომლობას, რაც ხალხის ინტერესს ვერასოდეს დაემთხვევა! აი, იმ გულანთებული ადამიანების, ათიათასობით რომ იდგნენ რუსთაველზე.

 

რაც შეეხება „ოცნების“ იმ ძველ სახებს, ვინც დღეს ხმა არ მისცა რუსულ კანონს, როდესაც საქმე პირადად ივანიშვილს ეხებოდა, ისინი თავის „მეს“ ყოველთვის გვერდზე დებდნენ.

 

ანუ, როდესაც ივანიშვილს მსოფლიოს გადაგდება დასჭირდა, ამ ადამიანებმა მას მხარი უპრობლემოდ დაუჭირეს. შესაბამისად, ახლაც, როდესაც ივანიშვილის მთავარი მოტივაცია თავისი მილიარდების გადარჩენაა და ვალდებულებები აქვს დასავლეთთან, ნამდვილად არ გამკვირვებია ამ დეპუტატების მსგავსი პოზიცია.

 

რაც უეჭველი ნიშნავს იმას, რომ კობახიძეები ფინალში უბრალოდ გადაგდებულები დარჩებიან”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები