
ავტორი
Front News საქართველო
უმრავლესობის წევრები ფიქრობენ უკვე მარტო პარლამენტის კი არა, პარტიის დატოვებას და გამიჯვნასაც და ეს ოპოზიცია ვერ გამოიყვანა პარლამენტიდან ვერავინ, – აცხადებს “ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე.
“ვითომ 12 პუნქტზე სასაუბროდ რჩებიან და კობახიძეებთან განაგრძობენ თანამშრომლობას, რაც ხალხის ინტერესს ვერასოდეს დაემთხვევა! აი, იმ გულანთებული ადამიანების, ათიათასობით რომ იდგნენ რუსთაველზე.
რაც შეეხება „ოცნების“ იმ ძველ სახებს, ვინც დღეს ხმა არ მისცა რუსულ კანონს, როდესაც საქმე პირადად ივანიშვილს ეხებოდა, ისინი თავის „მეს“ ყოველთვის გვერდზე დებდნენ.
ანუ, როდესაც ივანიშვილს მსოფლიოს გადაგდება დასჭირდა, ამ ადამიანებმა მას მხარი უპრობლემოდ დაუჭირეს. შესაბამისად, ახლაც, როდესაც ივანიშვილის მთავარი მოტივაცია თავისი მილიარდების გადარჩენაა და ვალდებულებები აქვს დასავლეთთან, ნამდვილად არ გამკვირვებია ამ დეპუტატების მსგავსი პოზიცია.
რაც უეჭველი ნიშნავს იმას, რომ კობახიძეები ფინალში უბრალოდ გადაგდებულები დარჩებიან”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
თაგები:
დავით ჭიჭინაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს