Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ექიმები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას დღეს ევროკავშირის ოფისთან მოითხოვენ

საზოგადოება
1741
Frontnews
ექიმები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას დღეს ევროკავშირის ოფისთან მოითხოვენ

ექიმები დღეს ევროკავშირის ოფისთან შეიკრიბებიან და მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ. 

 

ექიმების თქმით, გააპროტესტებენ მოშიმშილე პრეზიდენტის უფლებების დარღვევას. 

 

“ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის სიოცოცხლე.  ეს პოლიტიკაზე მაღლა დგას,  ჩვენ ვითხოვთ პაციენტს ყველაფერი გაუკეთდეს, რათა გამოჯანმრთელდეს”, – განაცხადა გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტმა მანანა ჯებაშვილმა 

 

ექიმების თქმით, ასეთ დროს წამებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 

 

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 48 დღეა, შიმშილობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები