
ავტორი
Front News საქართველო
ექიმები დღეს ევროკავშირის ოფისთან შეიკრიბებიან და მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.
ექიმების თქმით, გააპროტესტებენ მოშიმშილე პრეზიდენტის უფლებების დარღვევას.
“ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის სიოცოცხლე. ეს პოლიტიკაზე მაღლა დგას, ჩვენ ვითხოვთ პაციენტს ყველაფერი გაუკეთდეს, რათა გამოჯანმრთელდეს”, – განაცხადა გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტმა მანანა ჯებაშვილმა
ექიმების თქმით, ასეთ დროს წამებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 48 დღეა, შიმშილობს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს