Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

გიორგი სააკაშვილი – აცხადებენ, რომ თითქოს ყველაფერს აკეთებენ მიშას მდგომარეობის შესამსუბუქებლად, მაგრამ ცხადია, მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება

პოლიტიკა
748
Frontnews
გიორგი სააკაშვილი – აცხადებენ, რომ თითქოს ყველაფერს აკეთებენ მიშას მდგომარეობის შესამსუბუქებლად, მაგრამ ცხადია, მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება

აცხადებენ, რომ თითქოს ყველაფერს აკეთებენ მიშას მდგომარეობის შესამსუბუქებლად, მაგრამ ერთი ცხადია, მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ გიორგი სააკაშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, იმედოვნებს, რომ ეს კოშმარი დასრულდება და მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანენ.  

 

“მისი მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის,  ძირითადად წევს, ვერ გადაადგილდება, აშკარაა, რომ არ გვაქვს ჯანმრთელ ადამიანთან კონტაქტი. აცხადებენ, რომ თითქოს ყველაფერს აკეთებენ მიშას მდგომარეობის შესამსუბუქებლად, მაგრამ ერთი ცხადია, მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. მე ვარ ამის მომსწრე და ძალიან რთულია ამ ყველაფერის ყურება, როდესაც ვერ ახერხებ შესაბამის მოქმედებას. იმედი მაქვს, ეს კოშმარი მართლა დასრულდება ძალიან მალე და მოხდება მიშას საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა“, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა. 

 

მიხეილ სააკაშვილს ამერიკელმა ექსპერტებმა 14 მძიმე დიაგნოზი დაუსვეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები