
ავტორი
Front News საქართველო
აცხადებენ, რომ თითქოს ყველაფერს აკეთებენ მიშას მდგომარეობის შესამსუბუქებლად, მაგრამ ერთი ცხადია, მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ გიორგი სააკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იმედოვნებს, რომ ეს კოშმარი დასრულდება და მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანენ.
“მისი მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის, ძირითადად წევს, ვერ გადაადგილდება, აშკარაა, რომ არ გვაქვს ჯანმრთელ ადამიანთან კონტაქტი. აცხადებენ, რომ თითქოს ყველაფერს აკეთებენ მიშას მდგომარეობის შესამსუბუქებლად, მაგრამ ერთი ცხადია, მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. მე ვარ ამის მომსწრე და ძალიან რთულია ამ ყველაფერის ყურება, როდესაც ვერ ახერხებ შესაბამის მოქმედებას. იმედი მაქვს, ეს კოშმარი მართლა დასრულდება ძალიან მალე და მოხდება მიშას საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა“, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილს ამერიკელმა ექსპერტებმა 14 მძიმე დიაგნოზი დაუსვეს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს