Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით უფლისციხეში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

რეგიონები
855
Frontnews
გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით უფლისციხეში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით უფლისციხეში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

კონსტანტინე ბუზალაძემ მოსახლეობას სეზონის გახსნა მიულოცა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შიდა ქართლში ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე  ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი წარმოების გამოფენა-ბაზრობა გაიმართა. გამოფენაზე მხატვრებმა, ადგილობრივმა მეწარმეებმა, საოჯახო სასტუმროების, მარნების, თიხისა და რეწვის ოსტატებმა თავიანთი პროდუქცია წარადგინეს. ღონისძიებაში ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ინფორმაციას ეკოტურისტულ მარშრუტებზე, დაცულ ტერიტორიებზე არსებულ ბიომრავალფეროვნებაზე, ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებსა და გარემოსდაცვით ღონისძიებებზე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები