გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით უფლისციხეში გამართულ ღონისძიებას დაესწრო


ავტორი
Front News საქართველო
გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით უფლისციხეში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
კონსტანტინე ბუზალაძემ მოსახლეობას სეზონის გახსნა მიულოცა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შიდა ქართლში ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი წარმოების გამოფენა-ბაზრობა გაიმართა. გამოფენაზე მხატვრებმა, ადგილობრივმა მეწარმეებმა, საოჯახო სასტუმროების, მარნების, თიხისა და რეწვის ოსტატებმა თავიანთი პროდუქცია წარადგინეს. ღონისძიებაში ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ინფორმაციას ეკოტურისტულ მარშრუტებზე, დაცულ ტერიტორიებზე არსებულ ბიომრავალფეროვნებაზე, ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებსა და გარემოსდაცვით ღონისძიებებზე.
თაგები:
გორის მერია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს