Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

იმედა კლდიაშვილი იზოლატორში მშრალ შიმშილობას აცხადებს

პოლიტიკა
1566
Frontnews
იმედა კლდიაშვილი იზოლატორში მშრალ შიმშილობას აცხადებს

“გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრი იმედა კლდიაშვილი, რომელიც გუშინ დააკავეს, იმერეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი მოთავსების იზოლატორში მშრალ შიმშილობას აცხადებს და სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ითხოვს.

 

მისი ადვოკატის ანი ჩაფიძის  განცხადებით, თუ კი კლდიაშვილს სასამართლო 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში დატოვებს, ის შიმშილობას გააგრძელებს.

 

“გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრების განცხადებით, პროტესტი სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათ შორის, არ ჩაინიშნება რიგგარეშე არჩევნები.

 

გუშინ აქცია 6 ქალაქში ერთდროულად გაიმართა, რა დროსაც სუს-ის შესასვლელები ავტომანქანებით ჩახერგეს, რის შემდეგაც ისინი ევაკუატორებით გადაიყვანეს.  კლდიაშვილმა ანალოგიური ქმედება რამდენიმე დღის წინაც განახორციელა, მაშინ მას 2 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები