
ავტორი
Front News საქართველო
“გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრი იმედა კლდიაშვილი, რომელიც გუშინ დააკავეს, იმერეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი მოთავსების იზოლატორში მშრალ შიმშილობას აცხადებს და სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ითხოვს.
მისი ადვოკატის ანი ჩაფიძის განცხადებით, თუ კი კლდიაშვილს სასამართლო 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში დატოვებს, ის შიმშილობას გააგრძელებს.
“გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრების განცხადებით, პროტესტი სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათ შორის, არ ჩაინიშნება რიგგარეშე არჩევნები.
გუშინ აქცია 6 ქალაქში ერთდროულად გაიმართა, რა დროსაც სუს-ის შესასვლელები ავტომანქანებით ჩახერგეს, რის შემდეგაც ისინი ევაკუატორებით გადაიყვანეს. კლდიაშვილმა ანალოგიური ქმედება რამდენიმე დღის წინაც განახორციელა, მაშინ მას 2 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
თაგები:
იმედა კლდიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს